|
2023-11-20 15:58:32, 1045 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ქაცარავას და სხვა „ნაციონალებს“ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან - იყო პროვოკაციები და კაცი მოგვიკლეს
ქაცარავას და სხვა "ნაციონალებს" მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. თქვენ გახსოვთ, იყო ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე პროვოკაცია და კაცი მოგვიკლეს - ადამიანი, ვაჟკაცი კაცი გინტური,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ხელისუფლება საქართველოს ინტერესების დასაცავად "ყველაფერს აკეთებს". "ქაცარავას და სხვა "ნაციონალებს" მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. თქვენ გახსოვთ, იყო ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე პროვოკაცია და კაცი მოგვიკლეს - ადამიანი, ვაჟკაცი კაცი გინტური. არ შეიძლება. პროვოკაციებისგან შეიკავონ თავი ქაცარავამ და სხვა "ნაციონალებმა", ეს არის ჩემო მოწოდება მათ მიმართ. რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები იყოს დაცული მიუხედავად იმ უმძიმესი მემკვიდრეობისა, რომელიც ჩვენ დაგვიტოვეს. თქვენ გახსოვთ, რომ მათ შემოხაზეს, "ნაციონალებმა" შემოხაზეს სწორედ ის ე.წ. საზღვრები რომლებიც შემდეგ მავთულხლართებით განიმტკიცა რუსეთის ფედერაციამ. არ შეიძლება ამ ადამიანებთან საუბარი სხვანაირად, ისინი არიან ჩვეულებრივი პროვოკატორები",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 8 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა ძმის სავარაუდო მკვლელები დაასახელა. ნიკოლოზ გინტურის ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. 11 ნოემბერს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური სოფელ კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)