|
2023-11-20 09:55:08, 657 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მთავარი სტაბილიზატორი პროპორციულ სისტემებში 5%-იანი საარჩევნო ბარიერია
რეალურად ოპოზიციური პარტიები უყურებენ რეიტინგებს და ეს რეიტინგები მათ არ აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, თუმცა, ისინი ფიქრობენ, რომ თუ ბარიერი იქნება დაბლა დაწეული, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ერთობლიობაში მოახერხებენ, დაახლოებით, იმდენი პროცენტის მიღებას, რამდენსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის შეფასებით, პარლამენტი მხოლოდ "ფორმალურად არის მრავალპარტიული და მრავალფეროვანი, რადგან თუ გამოვაკლებთ რამდენიმე დეპუტატს, დანარჩენი ოპოზიცია არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა". „რაც შეეხება დაპირებას, ეს იყო პირობადადებული დაპირება და უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ კონკრეტული ძალები ბლოკავდნენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ეს იყო გზავნილი არსებითად მათ მიმართ. რომ არ დაებლოკათ მათ 2022 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთ შემთხვევაში ჩვენ წავიდოდით ამ ნაბიჯზე, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ნაბიჯი აძლიერებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას". გარდა ამისა, ითქვა, რომ თუ 2022 წლის დეკემბერში ჩვენ მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, აღარ გაგრძელდებოდა ეს პოლარიზაციის კამპანია, რაც თავიდან ბოლომდე კანდიდატის სტატუსზე იყო მიბმული. თუმცა, ეს არ გაითვალისწინეს შესაბამისმა ძალებმა“,- განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, მთავარი სტაბილიზატორი პროპორციულ სისტემებში არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი და რომელიც ევროკავშირის უმეტეს წევრ ქვეყნებში მოქმედებს. „ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რომ გადახედოთ, არის მხოლოდ და მხოლოდ 4 ქვეყანა, სადაც 3%-იანი ან უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს. ეს არის ნიდერლანდები, დანია, ესპანეთი, იტალია. სხვა სახელმწიფოებში მოქმედებს 5%-იანი ან უფრო იშვიათად 4%-იანი ბარიერი იმიტომ, რომ პროპორციული სისტემის პირობებში, რაღაცამ უნდა დააბალანსოს ის პრობლემა, რასაც ჰქვია შესაძლო არასტაბილურობა პოლიტიკურ სისტემაში და მთავარი სტაბილიზატორი პროპორციულ სისტემებში არის სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. ჩვენც გვჭირდება ეს სტაბილიზატორი. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა დემოკრატიულ პროცესებში და სწორედ ამას ემსახურება ის 5%-იანი ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)