|
2023-11-17 17:56:39, 1111 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკსა“ და სასკოლო ლიგას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ არა ერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტმა სასკოლო ლიგასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში სპორტის 15 სახეობაში - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - ტურნირები ჩატარდება, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში. სასკოლო ლიგის შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში - აჭარაში, იმერეთში, ქუთაისში, კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში გაიმართება. შედეგად, მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 14 000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მიიღებს. „საქართველოს ბანკში“ გვჯერა ახალგაზრდების შესაძლებლობების, ამიტომ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის გამოვლენას, მათ შორის სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სასკოლო ლიგასთან გაფორმებული მემორანდუმიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - მივცეთ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მოსწავლეებს, მოვახდინოთ მათი მოტივაცია, და ვუბიძგოთ მუდმივი განვითარებისკენ. რაც მომავალში დაეხმარება მათ, შექმნან უკეთესი, უფრო ჯანსაღი მომავალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ლიგა მოიცავს საქართველოს რეგიონებსაც, რაც ნიშნავს, რომ 14 000-ზე მეტ ახალგაზრდას ექნება სპორტის სხვადასხვა სახეობაში საკუთარი თავის გამოვლენის და უნარების განვითარების შესაძლებლობა“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)