|
2023-11-17 17:20:10, 616 ნახვა
საზოგადოება
500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო Web Summit-ში მიიღეს მონაწილეობა
13-16 ნოემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში Web Summit-ი გაიმართა. ღონისძიებამ თავი მოუყარა 160-ზე მეტი ქვეყნის 2 600-ზე მეტ სტარტაპს, 70 000-ზე მეტ მონაწილესა და 800-ზე მეტ ინვესტორს, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიას ცვლიან. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, Web Summit 2023 - ზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ,,აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, წელს მასშტაბური სივრცით იყო წარმოდგენილი. წელს სამიტში მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს ბანკის“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის მიერ რეგიონში 500 Georgia-ს სახელით განხორციელებული აქსელერაციის პროგრამის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაკადის მონაწილეებმა. სამიტმა სტარტაპების დამფუძნებლებს შესაძლებლობა მისცა, დაემყარებინათ საერთაშორისო კავშირები, გაცნობოდნენ ინდუსტრიის ტენდენციებს, მიეღოთ წვდომა ვენჩურული კაპიტალის ეკოსისტემაზე. ამასთან, ჩამოეყალიბებინათ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რომელიც დააჩქარებს მათი ბიზნესის ზრდას. საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში, 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებმა საკუთარი კომპანიები საქართველოს პავილიონში წარადგინეს. Web Summit-ში მონაწილეობდნენ 500 Georgia-ს მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაკადის შემდეგი სტარტაპები: Kings Kings-ი „freemium” მოდელის გამოყენებით ორგანიზებას უწევს ონლაინ აკადემიურ ოლიმპიადებს სკოლის მოსწავლეებისთვის; QuickShipper QuickShipper-ი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ეხმარება ბიზნესებს, 20%-ით შეამცირონ ტრანსპორტირების ხარჯები საწყობიდან მომხმარებლამდე, საკუთარი ტრანსპორტირების სერვისით. ხოლო, მაქსიმალური დატვირთვის დროს, გამოიყენონ გარე კომპანიების მიწოდების სერვისი. Epoint ეს არის კომფორტული e-commerce გადახდის ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია ყველა იმ მერჩანტისთვის, ვინც იყენებს ონლაინ გაყიდვებს. Fortu Wealth Fortu Wealth კერძო საბანკო გადაწყვეტაა, რომელიც შექმნილია მაღალი შემოსავლის მქონე ინდივიდებისთვის. DataMind DataMind ეხმარება თანამედროვე კომპანიებს, შეაგროვონ, შეინახონ, მართონ და გამოიყენონ მონაცემები მონაცემთა საცავის სერვისის მეშვეობით, დაჯგუფებებისა და დროითი შეზღუდვების გარეშე. Awork Awork ქართული დასაქმების აპლიკაციაა, რომლის მეშვეობითაც სამსახურის მაძიებელს შეუძლია შეადგინოს რეზიუმე, გაფილტროს ვაკანსიები ლოკაციის, საჭირო გამოცდილებისა და სექტორის მიხედვით, ასევე ვებგვერდიდან გაუსვლელად, გაგზავნოს რეზიუმე სასურველ პოზიციაზე. პლატფორმა დამსაქმებელს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ბიზნეს პროფილით გააციფრულოს და მართოს HR პროცესები. Beep Beep აძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს, შექმნას ვიზუალური უკუკავშირი რეალურ დროში, რაც სამუშაო პროცესის გამარტივებას უწყობს ხელს. My AI My AI ავსტრიული სტარტაპია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, გაზარდონ მომხმარებლის ლოიალობა ინოვაციური ფინანსური ინფრასტრუქტურით. მისი მეშვეობით, ბრენდს შეუძლია შექმნას ლოიალობის პროგრამის ქულები, რომელთა გამოყენებაც მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ლოიალობის პროგრამაში შეუძლიათ. STORI STORI ქართული სტარტაპია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კომპანიებს კონტენტის შექმნაში, მის გამოქვეყნებასა და სამიზნე აუდიტორიამდე მიტანაში ეხმარება.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)