|
2023-11-17 14:37:40, 1456 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით POS ტერმინალების ქეშბექ კამპანიას იწყებს
31 დეკემბრის ჩათვლით „თიბისი“ POS ტერმინალების ქეშბექ აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც იმ მერჩანტებს, რომლებსაც არ აქვს „თიბისის“ ტერმინალი და ამ პერიოდში აიღებენ ტერმინალს, საკომისიოს თანხის 1% დაუბრუნდებათ ქეშბექის სახით. აქციის მიზანია გაიზარდოს კომპანიებში ტრანზაქციულად აქტიური POS ტერმინალების რაოდენობა და ბრუნვის მოცულობა. კამპანიაში მონაწილეობას მიიღებს გადასახადის გადამხდელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი:
კამპანიაში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
აქციის პერიოდში, კომპანიები მიიღებენ შემდეგ სარგებელს: კომპანიები, რომლებიც არ სარგებლობენ „თიბისი ბანკის“ POS ტერმინალებით და კამპანიის პერიოდში მოითხოვენ POS ტერმინალის რეგისტრაციას და რეგისტრაციის თვეში ტერმინალის ჯამური ბრუნვა გადააჭარბებს 3,000 ლარს, „თიბისი“ აღნიშნული კომპანიებისათვის უზრუნველყოფს „თიბისის“ ბარათებით ჯამური გადახდების მოცულობის 1%-ის დაბრუნებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ბოლომდე. ხოლო ის კომპანიები, რომლებიც სარგებლობენ „თიბისი ბანკის“ POS ტერმინალ(ებ)ით, თუმცა არ ჰქონიათ ბრუნვა არცერთ ტერმინალზე ოქტომბრის თვეში და აქციის პერიოდში გააქტიურდებიან იმდაგვარად, რომ ტერმინალის თვის ჯამური ბრუნვა გადააჭარბებს 3000 ლარს, „თიბისი“ აღნიშნული კომპანიებისათვის უზრუნველყოფს „თიბისის“ ბარათებით ჯამური გადახდების მოცულობის 1%-ის დაბრუნებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ბოლომდე.
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)