00:59 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 14:22:44, 660 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - ნებისმიერი წარმატების უკან არიან ადამიანები და ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც დასაქმებულია იუსტიციის სამინისტროში

​ნებისმიერი წარმატების უკან არიან ადამიანები და ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც დასაქმებულია იუსტიციის სამინისტროში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში სამინისტროს თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად ზრუნავს მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე.

„ნებისმიერი წარმატების უკან არიან ადამიანები და ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც დასაქმებულია იუსტიციის სამინისტროში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს საქმიანობისთვის. ჩვენ აქტიურად ვზრუნავთ მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. რამდენიმე დღის წინ დავამტკიცეთ სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც, მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში, თანამშრომელს დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ დაზღვევა ან სხვა სახელმწიფო პროექტები არ ფარავს სრულად მისი მკურნალობის ხარჯს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანი სახელმწიფოსთვის, და ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში, იქნება სრულად დაცული იმ საფრთხეებისგან, რომელიც შეიძლება შეექმნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. პრემიერის ინიციატივით, საჯარო მოხელეებისთვის ყოველწლიურად ხელფასები იზრდება 10%-ით, რაც ძალიან ქმედითი მხარდაჭერაა ნებისმიერი საჯარო მოსამსახურისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პრემიერს და მთავრობის თითოეულ წევრს იმ მხარდაჭერისთვის, რაც საქართველოში აქვს თითოეულ საჯარო მოხელეს", – განაცხადა ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics