|
2023-11-16 16:14:51, 1058 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით „იდეა დეველოპმენტი“ ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
"საქართველოს ბანკი", როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან თანამშრომლობით „იდეა დეველოპმენტი“ ახალ მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტს - იდეა პანორამას, ვაკე - საბურთალოს ტერიტორიაზე, გ. დანელიას ქუჩაზე ახორციელებს. „იდეა პანორამა“ - ს თანამედროვე კონცეფციის პროექტი მოიცავს 3 დამოუკიდებელ ბლოკს, რომელიც 3 ჰექტარზე აშენდება. საწყის ეტაპზე დაგეგმილია პირველი ბლოკის მშენებლობა, რომელიც 12 890 კვ.მ - ზე სამ საოფისე/კომერციულ და 11 სართულიან სახოვრებელ კომპლექსს გულისხმობს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება სკვერი, საბავშო სათამაშო ზონებით, პადელის მოედანი, ღია და დახურული ავტოსადგომი და სხვა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, საერთო სარეკრეაციო ზონების, მათ შორის სასეირნო ბილიკებისა და საერთო გამწვანებულ ტერასის მოწყობა. მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება. "პროექტის ერთ - ერთ მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობა წარმოადგენს. გვსურდა, ჩვენი მობინადრეებისთვის შეგვექმნა ბალანსი ქალაქსა და ბუნებას შორის და შესაბამისად, მათ შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ ბუნებით, სუფთა ჰაერით, ულამაზესი პანორამული ხედებით და სულ რამდენიმე წუთში აღმოჩნდენ ცენტრალურ ლოკაციებთან (ქალაქის ცენტრალური პარკი; ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა; საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდი; მეტრო უნივერსიტეტი და სხვა.) ამასთანავე, შენობას აქვს უნიკალური არქიტექტურა, რომელიც იმეორებს ბუნებრივ რელიეფს და ერწყმის გარემოს. „იდეა პანორამას” თითოეული ბინიდან იშლება ულამაზესი ხედი მდინარე ვერეს ხეობაზე და სწორედ ამიტომ, პროექტის ყველა ბინას აქვს მრავალფუნქციური ტერასა და აპარტამენტების თითოეული ოთახი მიმართულია ხედისკენ. პროექტი ასევე გამოირჩევა მაღალი საინვესტიციო პოტენციალით, რადგან ის სწრაფად განვითარებად ტერიტორიაზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ პროექტი "საქართველოს ბანკის" მიერ არის დაფინანსებული, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის სიმშვიდეს „იდეა პანორამაში“ ინვესტირებისას“, - აცხადებს სანდრო თავხელიძე, იდეა დეველოპმენტის დამფუძნებელი. „საქართველოს ბანკისთვის", როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. „იდეა დეველოპმენტთან“ პარტნიორობის ფარგლებში თბილისში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი - იდეა პანორამა ხორციელდება, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. აქვე, აღსანიშნავია რომ ფინანსური ინსტიტუტი მრავალი წელია „ოქსონ სოლუშენთან“ პარტნიორობს, რომლის მენეჯმენტის ქვეშ ერთიანდება „იდეა დეველოპმენტი“ და „მკისა“, რომელმაც "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ნუშისა და მოცვის ბაღები გააშენა. მოხარული ვართ, რომ კომპანია მუდმივად ვითარდება და გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ მის გაძლიერებას. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია“, - განაცხადა გიორგი სახვაძემ, "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)