01:59 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 22:51:52, 1266 ნახვა

საზოგადოება
გრიგორიადისი - მაღალჩინოსანმა მითხრა, თქვი, რომ მოლოტოვი შენ ისროლე და მანქანა დაწვი, მარტო შენ დაგიჭერთ, შენი მეგობრები გადარჩებიანო

ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დამიწყო იმაზე საუბარი, რომ აღიარებითი ჩვენება უნდა მიმეცა, თორემ ჩემ მეგობარს დაიჭერდნენ, თქვი, რომ მოლოტოვი შენ ისროლე და მანქანა დაწვი და მარტო შენ დაგიჭერთ, შენი მეგობრები გადარჩებიანო, - ამის შესახებ 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი "რადიო თავისუფლებასთან" მიცემულ წერილობით ინტერვიუში აღნიშნავს. 

გრიგორიადისის თქმით, მას სურვილი ჰქონდა, რომ ზარის განხორციელებისა და ადვოკატის ყოლის უფლება გამოეყენებინა, თუმცა მაღალჩინოსანმა გააფრთხილა, რომ ჩვენება ადვოკატის გარეშე მიეცა.

"ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დამიწყო იმაზე საუბარი, რომ აღიარებითი ჩვენება უნდა მიმეცა, თორემ ჩემ მეგობარს დაიჭერდნენ. თქვი, რომ მოლოტოვი შენ ისროლე და მანქანა დაწვი და მარტო შენ დაგიჭერთ, შენი მეგობრები გადარჩებიანო. დავთანხმდი და სხვა კაბინეტში გადამიყვანეს, სადაც 2 გოგო და ერთი მამაკაცი იყო. სასამართლოზე გოგოებმა თქვეს, მხოლოდ ჩვენ ვიყავით ლაზარეს დაკითხვისასო.

იმ ოთახში სულ 5-6 ადამიანი ვიყავით, კაბინეტში ჩემგან მოშორებით მჯდომი ქალი თანამშრომელი ტანსაცმელს ლუქავდა, მეორემ ჩემი უფლებები განმიმარტა, ზარის განხორციელება და ადვოკატის ყოლის უფლება თუ მაქვს, ორივეს გამოვიყენებ-თქო.

კართან ის მაღალჩინოსანი იდგა, აღიარებაზე ვინც მესაუბრა და გამაფრთხილა ადვოკატის გარეშე მიცემ ჩვენებასო. მაგან რომ გაიგო ჩემი პასუხი, ამ გოგოს დაუძახა, მოდიო. შეშფოთებული სახით დაბრუნდა იქიდან, აშკარად არ მოეწონა რაც უთხრეს, უბრალოდ სასამართლოზე ვერ გაბედა სიმართლის თქმა, რომ მითხრა, ამჯერად უადვოკატოდ დავწეროთ და მერე ადვოკატთან ერთად ჩავასწოროთო. დაკითხვას რომ მოვრჩით, მერე ფეხსაცმელები მომაწოდა გიორგიმ [ლაზარე გრიგორიადისის მეგობარი - რ.თ.], ისიც ალბათ დასაკითხად ყავდათ მოყვანილი.

დაკითხვის მერე ვინც დამაპატიმრა, მაგან გამიყვანა მაღალჩინოსნის კაბინეტში, სიგარეტის მოწევა ხომ გინდოდაო. მომაწევინა, თავი კომფორტულად რომ მეგრძნო და მეკითხება: ლაზარე, სატანისტი ხარ? გამეცინა. არ მომატყუო, ხომ იცი მე ყველანაირ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობაო...", - წერს ლაზარე გრიგორიადისი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics