04:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 15:47:52, 777 ნახვა

ეკონომიკა
ხუციშვილი - სწორი და ჯანსაღი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ შეძლო სწრაფი ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა

პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში გატარებული სწორი და ჯანსაღი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ ერთი მხრივ შეძლო სწრაფი ეკონომიკური აღდგენის უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, ამ პერიოდში შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საკრედიტო რეიტინგები,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 2023 წლისთვის სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიხედვით,  საქართველომ ისტორიულად საუკეთესო BB პოზიტიური რეიტინგი დააფიქსირა. 

„ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი საკრედიტო რეიტინგების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ფისკალური სექტორია, რაც აღიარებულია საერთაშორისო შეფასებებისა და რეიტინგების მიერ. საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე ბიუჯეტის ღიაობის მიხედვით, რაც მოიცავს ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის სტანდარტების შეფასებას. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, როგორც კარგი მაგალითი მსოფლიოსათვის; მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველზე მოწინავე ბიზნესგარემო და დაბალი გადასახადები, მაგრამ ამავე დროს, გვაქვს ძალიან ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირება, რაც საშუალებას გვაძლევს, ყოველ წელს მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიუჯეტი წარმოგიდგინოთ და ამავდროულად, ფისკალურ კონსოლიდაციას ვახორციელებდეთ", - ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics