|
2023-11-13 20:26:23, 738 ნახვა
პოლიტიკა
ენმ მალეტის არშემოშვებაზე - ვაპირებთ, ყველა დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ბერკეტს მივმართოთ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის კონსულტანტის, ბენ მალეტის საქართველოში არ შემოშვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ენმ აპირებს, რომ ყველა დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ბერკეტს მიმართოს და აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი სრულად ეწინააღმდეგება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში ჩატარების პრინციპებს. „2023 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელიც როგორც ყველა სხვა უწყება, “სუს”-ის არაფორმალური მმართველობის ქვეშაა, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და კანონიერი საფუძვლის გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი უთხრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკურ კონსულტანტ ბენ მალეტს, რომელიც დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეა. შესაბამისი უწყებების მიერ, ბენ მალეტისთვის ყოვლად დაუსაბუთებელი ოფიციალური დოკუმენტის გადაცემის შემდეგ, სადაც მინიმალური მითითებაც კი არ იყო გაკეთებული მისი არშემოშვების მიზეზესთან დაკავშირებით, ე.წ. “უსაფრთხოების სამსახურების” მხრიდან მის მიმართ გაკეთდა ღია მოწოდება სასწრაფოდ სხვა სახელმწიფოში გამგზავრებასთან დაკავშირებით. ბენ მალეტი თბილისში სულ რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიტიკურ კონსულტირებას უწევდა ჩვენ პარტიას. გუშინ ბენი თბილისში სწორედ მორიგი პოლიტიკური კონსულტაციების გასამართად მოემართებოდა. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ ყველა დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ბერკეტს, არსებული უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული ნაბიჯი სრულად ეწინააღმდეგება 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში ჩატარების პრინციპებს. “რუსულ ოცნებას” პანიკურად ეშინია გამჭვირვალობის, დასავლური პოლიტიკური კამპანიების გამოცდილების, მაგრამ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, უცხოელ მრჩევლებთან და კონსულტანტებთან ერთად, აუცილებლად შეძლებს იმ მიზნის მიღწევას, რომელსაც დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული საქართველო ჰქვია“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ის კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)