|
2023-11-11 16:21:25, 1221 ნახვა
მსოფლიო
Microsoft-ის დირექტორი - რუსეთი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს
რუსეთი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს, - ამის შესახებ Microsoft-ის ვიცე-თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა, ბრედ სმიტმა განაცხადა. სმიტის თქმით, Microsoft-ი ქმნის ტექნოლოგიურ საშუალებებს, რომლებიც ხელს უწყობენ მანიპულაციური, მოდიფიცირებული და შეცვლილი კონტენტის გამოვლენას, რაც წარმატებით განხორციელდა რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის შემთხვევაში. „ჩვენ ვქმნით ტექნოლოგიურ საშუალებებს, რომლებიც ხელს უწყობენ მანიპულაციური, მოდიფიცირებული და შეცვლილი კონტენტის გამოვლენას. წარმატებას მივაღწიეთ რუსული დეზინფორმაციული კამპანიის გამოვლენაში, ისევე როგორც ეს პანდემიის დროს ხდებოდა, როდესაც ისინი ადამიანებს ვაქცინაციაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ. როდესაც დეზინფორმაციას ვხვდებით, გვაქვს სამი არჩევანი: არაფერი მოვიმოქმედოთ, წავშალოთ ის ან მოვნიშნოთ როგორც მანიპულაციური ინფორმაცია. კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს კომპანიამ ასეთ შემთხვევაში, ამ საკითხზე საზოგადოებაში კონსენსუსი არ არსებობს“, - აღნიშნა ბრედ სმიტმა.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)