03:05 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-11 15:14:53, 948 ნახვა

საზოგადოება
მერია - გიორგიწმინდის დასახლებაში სპორტული მოედანი მოეწყო

გიორგიწმინდის დასახლებაში, აღმაშენებლის ქუჩაზე კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, 336 კვ.მ ფართობზე განთავსდა.

"მოედანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარიც და მოეწყო გარე განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდა დამცავი ბადე და ტრიბუნა.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.

პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 126 238 ლარი დაიხარჯა.

გლდანის გამგეობის მიერ, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, რაიონში სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics