|
2023-11-10 11:32:45, 736 ნახვა
ეკონომიკა
შანხაიში „ქარვისფერი ღვინის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Meiburg Wine Media ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში „ქარვისფერი ღვინის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვანი მედიის წარმომადგენლები, სომელიეები, იმპორტიორები და დისტრიბუტორები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია. „იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ღონისძიება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და საქართველოს, როგორც მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის მქონე ქვეყნის პოზიციონირებას. ასევე, ღონისძიება მნიშვნელოვანია პრემიუმ სეგმენტში დამკვიდრების კუთხითაც, რაც არის ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. კონფერენციაზე, საქართველოსთან ერთად, წარმოდგენილი არიან ქარვისფერი ღვინის მწარმოებელი ქვეყნები: იტალია, სლოვენია და ავსტრია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის მნიშვნელობას და აღნიშნული მეთოდის საერთაშორისო აღიარებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საქართველოს, როგორც მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიციის მქონე ქვეყნის წარმოჩენა იყო. ასევე, ღონისძიება მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პრემიუმ სეგმენტში შესვლისა და დამკვიდრების კუთხითაც. ღონისძიებას უძღვებოდა ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი და ქარვისფერი ღვინის ექსპერტი საიმონ ჯეი ვულფი, რომლებმაც სტუმრებს ქარვისფერი ღვინის წარმოშობის ისტორია გააცნეს. ქართული ქარვისფერი ღვინის დაყენების ტექნოლოგიებზე საინფორმაციო-ტექნიკური ხასიათის სესიაც გაიმართა, რომელიც ქართველმა მეღვინეებმა წარმოადგინეს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ "თელიანი ველი", "მეღვინეობა ხარება", "შუხმანის ღვინოები" და "იაგოს ღვინო" (იაგო ბითარიშვილი). ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ღვინის ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრების სტრატეგიებზე. ზემოაღნიშნული პრეზენტატორების გარდა, ქართულ ღვინოსა და საქართველოზე ისაუბრეს ღვინის მაგისტრმა ჯულიენ ბულანდმა (Julien Boulad), ღვინის პროფესიონალმა სიაო პი სუმ (Xiao Pi Xu) და ტოპ სომელიე ფეი ფეი ლუმ (Fei Fei Lu). შანხაიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გელა სამხარაულისა და ირაკლი კირცხალიას შემადგენლობით; ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია ესწრებოდნენ.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)