|
2023-11-10 10:48:39, 766 ნახვა
ეკონომიკა
Euromoney-იმ „თიბისი“ საქართველოში საუკეთესო კორპორატიულ ბანკად დაასახელა
ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ - Euromoney, საქართველოში პირველად დაასახელა საუკეთესო კორპორატიული ბანკი და ნომინაციაში "თიბისიმ" გაიმარჯვა. „ჩვენთვის Euromoney-ის ჯილდო მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. ეს გამარჯვება, ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა. წამყვანი პოზიციები გვაქვს საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელ ყველა სექტორში: ენერგეტიკა, ჰორეკა, უძრავი ქონება, სამშენებლო მასალები, ჯანდაცვა, ვაჭრობა, წარმოება, განათლება, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ავტოინდუსტრია. "თიბისის" 31 წლიან ისტორიაში, ჩვენ გვყავს ისეთი პარტნიორები, რომლებიც ათწლეულებია გვენდობიან და ჩვენთან ერთად, წარმატებით ვითარდებიან, რაც ჩვენი საქმიანობის მთავარი მოტივაციაა", - აცხადებს გიორგი თხელიძე, "თიბისის" გენერალური დირექტორის მოადგილე. "თიბისის" ჯილდო ბაზარზე ლიდერის პოზიციამ და კორპორატიული კლიენტების საჭიროებებზე მორგებულმა პროდუქტებმა და მომსახურებამ განაპირობა. ჯამში "თიბისის" პორტფელი 4994 კორპორატიულ კლიენტს აერთიანებს. "თიბისი" დეპოზიტიების, დაკრედიტებისა და ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ბაზარზე 43%-48%-იან წილს იკავებს.
"თიბისის" ვაჭრობის დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტებით, ციფრული პლატფორმებითა და საერთაშორისო ბაზრებზე მსხვილი ფინანსური პარტნიორებით, სულ უფრო მეტ კომპანიას აქვს შესაძლებლობა იმპორტ-ექსპორტის პროცესში წარმატებით ჩაერთოს. ფულადი სახსრების ეფექტურად მართვისთვის, "თიბისი" კომპანიებს ფაქტორინგის პროდუქტს სთავაზობს. "თიბისის" პარტნიორებისთვის ფაქტორინგი სრულად ციფრულია. წელს პროდუქტი "თიბისის" ბიზნეს ინტერნეტ ბანკშიც ჩაინტეგრირდა. "თიბისის" წილი ფაქტორინგის ბაზარზე 68%-ია. "თიბისიმ", საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „მაკინზისთან" ერთად, 2020 წელს ციფრული პლატფორმა შექმნა. გუნდის წევრებს, ბიზნესების საჭიროებების გასაანალიზებლად, ერთ სივრცეში აქვთ წვდომა კლიენტების ყველა საჭირო მონაცემზე. შედეგად, კომპანია დროულ და ხარისხიან მომსახურებას იღებს. ელექტრონული ხელმოწერით "თიბისის" კორპორატიული კლიენტების პროცესები მარტივდება და დრო იზოგება, ისეთი საბანკო პროდუქტებით სარგებლობისას, როგორებიცაა: სესხები, გარანტიები, აკრედიტივები, ფაქტორინგი, სადეპოზიტო, სახაზინო და ნაღდი ფულის მართვა. "თიბისის" კორპორატიული მიმართულების ხელშეკრულებების 50% უკვე ელექტრონული ხელმოწერით დასტურდება. პროცესებს ამარტივებს Cash-in აპარატებიც, რომლის დახმარებითაც, "თიბისიმ", 2023 წელს, იურიდიული პირების 1.5 მილიარდ ლარამდე ნაღდი ფული მიიღო. ფილიალში მისული მომხმარებელი არ იცდის რიგში და მისი დრო საგრძნობლად იზოგება. "თიბისის" ჯილდო, არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, კორპორატიული კლიენტებისთვის ყველაზე მაღალი კლასის ბიზნეს ბარათმა - Visa Signature Business-მაც განაპირობა. ბარათის მომხმარებელი თანხის განაღდების მაღალი ლიმიტით, სადაზღვევო და სამოგზაურო უპირატესობებით სარგებლობს.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


"თიბისიში" თითოეულ კორპორატიულ კლიენტს, საქმიანობისა და სექტორის სპეციფიკის გათვალისწინებით, ბანკირების ინდივიდუალური გუნდი ფარავს. კორპორატიული ბიზნესის მართვა 300-მდე ადამიანს აერთიანებს.
ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)