04:32 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 17:48:33, 597 ნახვა

საზოგადოება
„დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები გაეცნენ

უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2023“ მიმდინარეობას სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, გრიგოლ გიორგაძემ და დავით სუჯაშვილმა, ასევე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სწავლებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს კრწანისში უმასპინძლეს.

„სტუმრები სწავლების ფორმირებულ გენერალური შტაბის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და სიმულაციური სცენარის განვითარების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ოფიციალური პირები სწავლების უწყებათშორის ოპერატიულ ცენტრშიც იმყოფებოდნენ, სადაც მონაწილეთა მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. უწყებათშორისი სწავლება მიზნად ისახავს კრიზისული ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებასა და ურთიერთქმედების დახვეწას.

„დიდგორი 2023“-ში 18 სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები არიან ჩართული. ეროვნული დონის სწავლება „დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბურია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics