02:29 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 09:16:40, 795 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყს ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, ენტონი ბლინკენისა და ერაყის პრემიერ-მინისტრის,მუჰამედ შია ალ-სუდანის შეხვედრა ბაღდადში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

მედიის ცნობითვე, ბლინკენი აშშ-ის საელჩოსაც ეწვია, სადაც მას მიაწოდეს ინფორმაცია, რა საფრთხეები ემუქრება შეერთებული შტატების ობიექტებს. 

ცნობისათვის, მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს, იორდანიას, დასავლეთ სანაპიროსა და კვიპროსს ეწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics