|
2023-11-01 09:34:14, 793 ნახვა
მსოფლიო
CNN - ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 70-მდე სატვირთო მანქანა შევიდა
ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 70-მდე სატვირთო მანქანა შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ისრაელელ და პალესტინელ ოფიციალური პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეგვიპტემ რაფაჰის გამშვები პუნქტი გახსნა, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 217 სატვირთო მანქანა შევიდა. მათივე ცნობით, მანქანებში იყო წყალი, საკვები და მედიკამენტები, მაგრამ არა - საწვავი. შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. 23 ოქტომბერს, ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების მეორე და მესამე კოლონებიც შევიდნენ, რასაც 27 ოქტომბერს, 12, ხოლო 30 ოქტომბერს, 30-ზე მეტი სატვირთოს შესვლა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა. ამასთან, 18 ოქტომბერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)