19:58 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 12:13:57, 722 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა

საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფაა. 

"ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განიცადა 2008 წელს და მის შედეგებს კვლავაც განიცდის - ეს ჯერ კიდევ აშკარად ჩანს იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ადგილნაცვალი არის ასიათასობით ადამიანი. მე ღრმა რწმენით ვაცხადებ, რომ ამ მძიმე შედეგების მიუხედავად, რომელიც ჩვენ განვიცადეთ, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ ჩვენი ამბიციების განხორციელება და ჩვენ ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზად არის, მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად.

საქართველოს ესმის ომის ფასი და ასევე აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა ახერხებდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას, თანაც უპრეცედენტოდ, მთელი ათწლეულის განმავლობაში. და ამის შედეგად, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა. ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა",- განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics