|
2023-10-26 09:33:48, 668 ნახვა
პოლიტიკა
ობრაიენი - ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანი იქნება
ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ობრაიენმა სენატში, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მოსმენაზე განაცხადა. ობრაიენის თქმით, აშშ გაეროში, არჩევნებისთვის მოსამზადებელი ოფისის პირველად ანგარიშს ელოდება, რომელიც იტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში. "ჩვენ ველოდებით გაეროში, არჩევნებისთვის მოსამზადებელი ოფისის პირველად ანგარიშს, რომელიც გვეტყვის, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში, რის შემდეგაც, ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს არჩევნები იქნება მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი და ეს ჩვენ ქართველ ხალხთან და ძალიან კარგ პარტნიორებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეგვიძლია რომ უზრუნველვყოთ. ჩვენ ვესაუბრეთ აქტივისტებს საქართველოდან და ისინი ამბობენ, რომ საქართველო მათი ქვეყანაა და რომ ისინი არსად მიდიან. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ მათ კარგი არჩევნების ჩატარებაში", - განაცხადა ობრაიენმა. ობრაიენმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა სახელმწიფოებს არ უნდა ეკუთვნოდეს, რომლებიც იპარავენ ან იქვემდებარებენ ქვეყნებს, რომლებშიც საქმიანობენ. "ჩვენ მათ მკაფიოდ განვუცხადეთ, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოებს, რომლებიც იპარავენ ან იქვემდებარებენ ქვეყნებს, რომლებშიც საქმიანობენ და ეს მოიცავს იმ ტიპის ობიექტებს, როგორიც ანაკლიაა. როგორც ვიცი, ამ ტენდერში ორი ფინალისტია. პროექტის დასრულებამდე მრავალი წელია დარჩენილი. არსებობს ერთობლივი, ჩინეთისა და სინგაპურის კონსორციუმი, ისევე, როგორც დასავლური კონსორციუმი, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ ძალიან დიდი სესხი გამოყო ფოთის პორტში მდებარე ობიექტზე, რომელიც ახორციელებს ტვირთბრუნვას. ადრეც აღვნიშნე, რომ ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ობიექტების განვითარებაზე საქართველოში, რათა მათ შეძლონ ბევრად მეტი ტრაფიკის მართვა. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას, რომ კომპანია, რომელიც მსგავსი ობიექტების მართვაში იქნება ჩართული, დაექვემდებაროს და პატივი სცეს კანონის უზენაესობას", - დასძინა ობრაიენმა.
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)