|
2023-10-25 14:03:20, 751 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - შეგვიძლია დავასახელოთ, ვინ იხვეწება, რომ სტატუსი არ მოგვცენ - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გვარამია
კონკრეტულად შეგვიძლია დავასახელოთ, განსაკუთრებით ვინ იხვეწება, რომ კანდიდატის სტატუსი არ მისცენ ქვეყანას - "სტრატეგია აღმაშენებელი“ და "ნაცმოძრაობა“, "ლელო" და გვარამია, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ ფლანგს შეეკედლოს და სად დაიდოს პოლიტიკური ბინა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. მდინარაძის თქმით, "იქნებ, სამნიძემ და დეკანოიძემ ინამუსონ და ბოლომდე თქვან, ვინ არის განსაკუთრებით ამ საქმიანობით დაკავებული". "ეს არის ის, რასაც ვლაპარაკობთ უკვე წელზე მეტია და გვეკამათებიან, როგორ გავბედეთ და ვიკადრეთ იმის თქმა და ფიქრი, რომ "ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერი პირდაპირ ეხვეწება საელჩოების, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ "ქართული ოცნების“ პირობებში კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს ქვეყანამ, ან თუ მიიღებს, ეს მოხდეს არჩევნების შემდეგ, გადავადდეს ეს თემა. ამ მავნებლობით არიან დაკავებული და უკვე გასკდა ეს ამბავი იმ ადამიანების შიგნით, ვინც ამით იყვნენ დაკავებული. ჩვენ რომ ამაზე ვლაპარაკობდით, სასტიკად გვაკრიტიკებდნენ, შეგვიძლია ახლა დავაზუსტოთ, თუ გნებავთ, კითხეთ და ასეა. კონკრეტულად შეგვიძლია დავასახელოთ, განსაკუთრებით ვის აქვს სიმწვავე ამ განცხადებებში და ვინ იხვეწება, რომ კანდიდატის სტატუსი არ მისცენ ქვეყანას. "სტრატეგია აღმაშენებელი“ და "ნაცმოძრაობა“, "ლელო“ და გვარამია, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ ფლანგს შეეკედლოს და სად დაიდოს თავისი პოლიტიკური ბინა. ეს სამი სუბიექტია, დავაზუსტე დეკანოიძის და სამნიძის ინფორმაცია, ახლა თუ გნებავთ კითხეთ, გაუჭირდებათ თუ არა ამის აღიარება კონკრეტიკის დონეზე არ ვიცი, მაგრამ იქნებ, ისიც ინამუსონ, რომ ბოლომდე თქვან, ვინ არის განსაკუთრებით ამ საქმიანობით დაკავებული. ისე, არავინ ჩამოუვარდება ერთმანეთს, მაგრამ უფრო მეტად ვინ არის გამორჩეული ასეთი ხვეწნა-მუდარით ევროპული პარტნიორების მიმართ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)