08:16 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 12:23:11, 657 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა იური ნოზაძემ და დავით იოსებაშვილმა დაათვალიერეს

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა დაათვალიერეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) თანადაფინანსებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა - განახლდა ბორჯომ-ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრის ეზო და განათების სისტემა, ჩატარდა ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები და ცენტრის შენობის ფასადის რეაბილიტაცია.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია საქართველოში, რომელიც ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებაზე როგორც ბუნების დაცვის, ისე ეკოტურისტული მიმართულებით.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics