|
2023-10-24 15:33:43, 1607 ნახვა
მსოფლიო
„ჯოჯოხეთი გავიარე“ - რას ყვება „ჰამასის“ მძევლობიდან გათავისუფლებული 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი
"ჰამასის" 17-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 წლის ისრაელის მოქალაქე იოჩევედ ლიფშიცი ღაზას სექტორში გატარებული დღეების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ 7 ოქტომბერს, მძევლად აყვანის შემდეგ "ჯოჯოხეთი გაიარა". ებრაულად მოსაუბრე ლიფშიცმა, რომლის საუბარსაც მისივე ქალიშვილი თარგმნიდა, თელ-ავივში მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ისლამისტური დაჯგუფების წევრებმა ის კიბუც ნირ-ოზიდან მოტოციკლეტით გაიტაცეს და ღაზაში, მიწისქვეშა გვირაბში ჩაიყვანეს. 85 წლის ქალი იხსენებს, რომ გვირაბში, რამდენიმე კილომეტრი "სველ მიწაზე" იარეს, რა დროსაც მას გამტაცებლები ჯოხს ურტყამდნენ. "ქვემოთ არის გვირაბების უზარმაზარი, უზარმაზარი ქსელი. ობობის ქსელს ჰგავს",- ამბობს ტყვეობიდან გათავისუფლებული ქალი. როგორც ლიფშიცმა ჟურნალისტებს უამბო, თავდაპირველად 25 სხვა ადამიანთან ერთად იყო ჯგუფში, შემდეგ ის მოათავსეს უფრო მცირე ჯგუფში 5 სხვა ადამიანთან ერთად, რომლებიც იგივე კუბიციდან გაიტაცეს, საიდანაც ის. ქალი ყვება, რომ მიწისქვეშა გვირაბში მათ მედპერსონალი ელოდა. "როდესაც იქ მივედით, ხალხმა გვითხრა, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ყურანის და ზიანს არ მოგაყენებენ. იყვნენ მცველები, პარამედიკოსი და ექიმი, რომლებიც ზრუნავდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვექნებოდა წამლები, რაც ჩვენ გვჭირდება",- თქვა ქალმა. ლიფშიცი აცხადებს, რომ მიწისქვეშა გვირაბებში მძევლებს იატაკზე დადებულ ლეიბებზე ეძინათ და აღნიშნულ გვირაბებს "ყველაზე მეტად სველ, ნესტიან" ადგილს უწოდებს. ცნობისთვის, 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი 79 წლის ნურით კუპერთან ერთად "ჰამასმა" გუშინ, 23 ოქტომბერს გაათავისუფლა. მანამდე, 20 ოქტომბერს, "ჰამასმა" ასევე გაათავისუფლა 2 ტყვე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დედა-შვილი - ჯუდით რაანანი და მისი 18 წლის გოგო ნატალი. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ბოლო ინფორმაციით, ღაზას სექტორში "ჰამასის" მიერ დატყვევებული, დაახლოებით, 220 ადამიანი იმყოფება. 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. 7 ოქტომბრიდან დღემდე, "ჰამასმა" არაერთი სარაკეტო იერში განახორციელა ისრაელის სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქებზე, მათ შორის სდეროტზე, აშკელონზე, თელ-ავივზე, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო საჰაერო იერიშები მოჰყვა. რაც შეეხება მსხვერპლს, როგორც ისრაელის, ისე ღაზას ტეროტორიაზე დაღუპულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)