21:01 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 20:21:34, 853 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება, ცხადია მას ენმ-ში მივესალმებით

ნიკა გვარამია იქნება უმნიშვნელოვანესი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მივესალმებით თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა გვარამიას? ცხადია მივესალმებით, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, რაც შეეხება მსჯელობას მისი ნიკა გვარამიათი ჩანაცვლების შესახებ არის პარტიის მხარდამჭერების შეურაცხყოფა, რადგან მათ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს. 

“ნიკა გვარამია იქნება უმნიშვნელოვანესი ფიგურა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში. მას გადაწყვეტილი აქვს პოლიტიკური აქტიურობა. მივესალმებით თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა გვარამიას? ცხადია მივესალმებით. მივესალმებით თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნიკა გვარამიას? ცხადია მივესალმებით .მივესალმებით თუ არა ოპოზიციაში ნიკა გვარამიას? რომელიც ისედაც ამ მიმართულებით ძალიან ბევრს იბრძვის ,მივესალმებით.თუმცა ცხადია კონკრეტული ადამიანები საკუთარი მომავლის შესახებ თავად იღებენ გადაწყვეტილებას.ამიტომ არ ვიჩქაროთ ,დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და მე დარწმუნებული ვარ ნიკა გვარამია იქნება იქ ,სადაც იქნება ბიძინა ივანიშვილის ,რუსული რეჟიმის მარცხი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics