|
2023-10-23 17:41:21, 902 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეთა დიდი აქტივობა ხაზს უსვამს, რომ ბევრი ქვეყნისთვის საინტერესოა საქართველო და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 26-27 ოქტომბერს, თბილისს „აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად 2 000-ზე მეტი სტუმარი ეწვევა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა „დაკავშირებადობა" იქნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მთავარ ასპექტებსა და საორგანიზაციო საკითხებზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა. „დაკავშირებადობა - ეს თემა აქტუალურია ბოლო წლების განმავლობაში. გამომდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან, როდესაც საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ პოტენციალს მსოფლიოში მეტი ყურადღება ეთმობა, ფორუმის მთავარი თემაც სწორედ დაკავშირებადობაა. ჩვენ ვისაუბრებთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განვითარებაზე, თუმცა, ფორუმი მოიცავს ბევრ სხვა მიმართულებასაც - ფინანსური სექტორი, სავაჭრო საკითხები, კავშირგაბმულობა, სატრანსპორტო სფერო, ენერგეტიკა, ტექნოლოგიები და სხვა, პრაქტიკულად, ეკონომიკის ყველა მიმართულებას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა. ღონისძიების გახსნის ცერემონია წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგება. ფორუმის გახსნით პანელში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. ამასთან, სხვა პანელურ სესიებში მონაწილეობენ ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები, ვიცე-პრემიერები და ეკონომიკური პროფილის მინისტრები. ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო, მათ შორის საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, პოლიტიკური ნაწილის გარდა, ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს ბევრი გლობალური ბიზნეს-ლიდერი ეწვევა, რომლებიც სხვადასხვა, თემატურ პანელურ სესიებზე ბიზნესის და საინვესტიციო შესაძლებლობების საკითხებს განიხილავენ. „ასეთი დიდი აქტივობა ხაზს უსვამს, რომ ბევრი ქვეყნისთვის საინტერესოა საქართველო და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები. გეოგრაფია ძალიან ფართოა, ეს არ არის მხოლოდ რეგიონის ქვეყნები, ისევ ბევრი სტუმარი გვყავს როგორც სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის, ევროპის ქვეყნებიდან, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, აშშ-დან. საქართველოში ჩამოდიან არამხოლოდ სამთავრობო დელეგაციები, არამედ ბევრი კომპანია, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, ისინი ჩვენთან ერთად ისაუბრებენ ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებზე", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, „აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად თბილისში ათობით წამყვან კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვა როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ისე სპარსეთის ყურიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან. ფორუმის ფარგლებში გამართული სესიების მოდერატორები BBC-ის, Bloomberg-ის, DW -ს წამყვანი ჟურნალისტები იქნებიან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო
ბათუმში სამი დღეა კრასნოიარსკიდან ჩამოსული რუსი ინჟინრის ძებნა მიმდინარეობს
დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



