|
2023-10-23 12:52:54, 1150 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტი - „ჰამასის“ მებრძოლებს ქიმიური იარაღის დამზადების შესახებ ინსტრუქციები ჰქონდათ
„ჰამასის“ მებრძოლებს, რომლებიც ისრაელში შეიჭრნენ, ქიმიური იარაღის დამზადების შესახებ ინსტრუქციები ჰქონდათ, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. ჰერცოგის თქმით, ტერორისტები ისრაელში, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდნენ. "ეს არის „ალ-ქაიდას“ მასალა. ოფიციალური „ალ-ქაიდას“ მასალა. საქმე გვაქვს ისლამურ სახელმწიფოსთან, „ალ-ქაიდასთან“ და „ჰამასთან“. აი, რამდენად შოკისმომგვრელი სიტუაციაა, როდესაც ჩვენ ვუყურებთ ინსტრუქციებს, რომლებშიც მოცემულია, როგორ უნდა შეიქმნას ერთგვარი არაპროფესიონალური ქიმიური იარაღი ციანიდით", - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა. Sky News-ი ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ინსტრუქცია კიბუც ბეერში დაღუპული მებრძოლის სხეულზე აღმოაჩინეს. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა. 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. 9 ოქტომბერსვე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)