16:17 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 12:22:24, 1107 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 35.9-ით არის გაზრდილი.

"RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. 

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.2%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.2%).

2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 15.7%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4%-ით..

ბინების სეგმენტში ერთ კვადრატულ მეტრზე ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა - 5 314 ლარი; ვაკე - 4 756 ლარი; საბურთალო - 3 652 ლარი; ჩუღურეთი - 3 518 ლარი; კრწანისი - 3 427 ლარი; დიდუბე - 3 287 ლარი; ნაძალადევი - 3 201 ლარი; გლდანი - 3 129 ლარი; ისანი - 3 119 ლარი; სამგორი - 2 892 ლარი.

რაც შეეხება კერძო სახლების სეგმენტს, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მოხედვით ასე გამოიყურება: მთაწმინდა - 4 049 ლარი; ვაკე - 3 511 ლარი; საბურთალო - 2 890 ლარი; დიდუბე - 2 868 ლარი; ჩუღურეთი - 2 656 ლარი; ისანი - 2 509 ლარი; ნაძალადევი - 2 268 ლარი; კრწანისი - 2 265 ლარი; სამგორი - 1 219 ლარი; გლდანი - 2 192 ლარი", - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics