02:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 21:47:30, 667 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე დანილოვის განცხადებაზე - ძლიერი ეკონომიკითა და მშვიდობის შენარჩუნებით ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუდმივად ისმის მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს  მშვიდობის შენარჩუნებისთვის. ამის შესახებ მან მედიასთან უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებაზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით,  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული საქართველოთი მოხდება.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვისმენთ მოწოდებებს მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ გვაქვს გაჟღერებული ჩვენი ხედვა და პოლიტიკა. დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული საქართველოთი მოვახდინოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უნდა მოვახერხოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად თანაცხოვრება. დარწმუნებული ვარ, იმ პოლიტიკით და გადადგმული ნაბიჯებით, რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, მომავალში ამას მივაღწევთ", - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, დანილოვმა განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და მისი ტერიტორიის ნაწილი დაიკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics