|
2023-10-20 13:44:31, 707 ნახვა
პოლიტიკა
ინჯია - ვისთანაც გინდა, დავდოთ ხელშეკრულება, ოღონდ მომგებიანი იყოს და ქვეყანა გადარჩეს
ვისთანაც გინდა, დავდოთ ხელშეკრულება, ოღონდ მომგებიანი იყოს და ქვეყანა გადარჩეს - აბსოლუტურად ყველასთან, - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ინჯიამ სიტყვით გამოსვლისას საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობაზე ისაუბრა და სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს "დიდი კაცი" უწოდა. "ჩემი კოლეგები ამბობენ - ვშორდებით ევროპას. იცით რა, ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ვშორდებით - რატომ უნდა დავშორდეთ? ვიყოთ, როგორც ვართ, მაგრამ იქ, სადაც ჩვენთვის უფრო მისაღებია, უფრო საინტერესო და უფრო მომგებიანია, იქ გავაქტიურდეთ... კოსტიტუციაში არ წერია, რომ ეს იყოს სტრატეგიული პარტნიორი და ის - არა. ეს არის ხელისუფლების გადასაწყვეტი. რაც მისაღებია ჩემი ქვეყნისთვის - აი, იქ მე უნდა ვითანამშრომლო და ყველაფერი გავაკეთო - სადაც მოგებას ნახავს საქართველო, საქართველოს ხალხი; დაბრუნდებიან ჩვენი ლტოლვილები, ისეთი ცხოვრება გვექნება; ბუნება და ფაუნა გადარჩება - ეს არის საქართველოს გადარჩენა - სხვა შემთხვევაში, საქართველო გაქრება - მე ამის წინააღმდეგი ვარ... დაფიქრდით, 2-3 თვის უკან, როგორ ჩადიოდნენ ჩინეთში ევროსაბჭოს, ევროპის ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები და როგორ იღებდნენ მათ და როგორ მიიღო მეორე ქვეყანამ კი არა პირველმა ქვეყანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ეს პატივისცემა იყო საქართველოს ხალხის; ეს პატივისცემა იყო ჩვენი ხელისუფლების. აი, ხომ ნახა იმ დიდმა კაცმა - დიდი კაცია სი ძინპინი, რომეს ქვეყანა და ეს ხელისუფლება საინტერესოა და მე დავხვდებიო. იმას არ უთხრეს - ჩამოდის ბორელი და დახვდიო?! - არა! მან ეს ასე გააკეთა... იმათაც უნდოდათ ასე, მაგრამ დადგა [სი ძინპინი] და ხელი შორიდან ჩამოართვა. ასე რომ, ვიფიქროთ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ვისთანაც გინდათ, დავდოთ ხეშეკრულება, ოღონდ მომგებიანი იყოს და ქვეყანა გადარჩეს - აბსოლუტურად ყველასთან",- თქვა ინჯიამ.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)