07:04 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 10:05:15, 911 ნახვა

მსოფლიო
რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დღეს ეგვიპტეში ჩავა, რათა კოლეგებთან ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარება განიხილოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ეგვიპტეში ვიზიტისას, სუნაკი რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობას განიხილავს.

„რიში სუნაკი განიხილავს რეგიონული ესკალაციის და მშვიდობიანი მოსახლეობის შემდგომი დანაკარგის თავიდან აცილების აუცილებლობას“, - აცხადებენ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში.

ცნობისთვის, მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ-სალმანს შეხვდა და საუდის არაბეთს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის ხელშეწყობისკენ მოუწოდა. 

ამასთან, გუშინ, 19 ოქტომბერს რიში სუნაკი ისრაელს ეწვია და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics