|
2023-10-19 21:51:30, 1590 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიის ანგარიში ვიზალიბერალიზაციის შესახებ - საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო
ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა,ანგარიშში საუბარი საქართველოს შესახებაც არის. ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ „საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო“. კერძოდ, ევროკომისია საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს: ა) საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირს მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომლებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. კონკრეტულად კი იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ევროკავშირისთვის წარმოადგენენ არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების რისკს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ამ რეკომენდაციის შესრულებაში 2022 წელს პროგრესისთვის არ მიუღწევია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს იმ 24 ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზები სჭირდებათ. ბ) საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რათა მოაგვაროს თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად დარჩენის პრობლემა. ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშში წერია, რომ საქართველო აგრძელებს ძალისხმევას საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადების პრობლემის მოსაგვარებლად. „2021 და 2022 წელს ამოქმედებული ახალი კანონის შესაბამისად საქართველოს მთავრობა ახორციელებდა ქვეყნიდან გამსვლელ პირთა საკონტროლო შემოწმებას საქართველოს საზღვარზე. საქართველოს მონაცემებით, 2021-2022 წლებში ამ სისტემით მოხდა საქართველოს 4677 მოქალაქის ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების პრევენცია, რომლებიც განიხილებოდნენ ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის საფრთხედ“, - ნათქვამია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)