|
2023-10-19 13:27:00, 874 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ზურაბიშვილზე - როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია
შეიძლება, ამ წლის განმავლობაში მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ზურაბიშვილს პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის "ეშინია". "საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, პრეზიდენტი არის ხელშეუვალი კონსტიტუციის თანახმად. მხოლოდ იმპიჩმენტის წესით შეიძლება მისი პასუხისგებაში მიცემა, სხვა შემთხვევაში არის შეუძლებელი, მაგრამ რატომ არ აფინანსებდა ის ბიუჯეტიდან არალეგიტიმურ ვიზიტებს? მას ეშინია პრეზიდენტობის შემდგომი პერიოდის. შეიძლება, ამ წლის განმავლობაში მის მიმართ ვერ აღიძრას საქმე, როგორც კი ამოეწურება საპრეზიდენტო ვადა, მაშინვე შეიძლება მოხდეს ასეთი სისხლის სამართლებრივი საქმის აქტუალიზაცია. და ეშინოდა მას სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის დარღვევის, როდესაც ბიუჯეტიდან არ გასცემდა ხარჯებს ვიზიტების დასაფინანსებლად",- თქვა კობახიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 ხმა იყო საჭირო, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კი, იმპიჩმენტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგ წავიდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესმა პარლამენტში მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3 მოსამართლემ - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დააფიქსირა.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)