|
2023-10-18 17:22:18, 723 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ისრაელის ელჩთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ისრაელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. "ისრაელის ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიაწოდა დეტალური და განახლებული ინფორმაცია ისრაელში ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ. ვახტანგ გომელაურმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში დაღუპულთა გამო და ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე გმობს ისრაელსა და მის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას. შეხვედრის დასასრულს ჰადას მეიცადმა მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიმართ ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)