16:15 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 14:19:38, 1364 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, დეველოპერული პროექტის - „ორთაჭალა ჰილსის“ მეორე საცხოვრებელი ბლოკი შენდება

​„თიბისის“ მხარდაჭერით, ორთაჭალაში, სულიკო თორთლაძის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანიების - „თი-ისთეითისა" და „მარდიელის" ერთობლივი დეველოპერული პროექტის - „ორთაჭალა ჰილსის" მეორე საცხოვრებელი ბლოკი შენდება.

15 სართულიანი პირველი საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა - 2024 წელს, 8 სართულიანი მეორე საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა კი 2025 წელს დასრულდება.

მრავალფუნქციური პროექტი 10 000 კვ.მ.-ზე განთავსდება და ჯამში 4 საცხოვრებელ ბლოკთან ერთად, კომერციულ სივრცეებს, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს.

მაცხოვრებლებისათვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი: 3 000 კვ.მ ფართობზე გაშენებული რეკრეაციული ზონა, სასეირნო და ველო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საბავშვო სკვერები, ეზო, სუპერმარკეტი, აფთიაქი, ბანკი, გასტრო სივრცე, ავტომობილების სამრეცხაო და სილამაზის ცენტრი.

„თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ, 2024 წლის 20 იანვრამდე, „ორთაჭალა ჰილსში" ბინის შეძენის შემთხვევაში, სპეციალური შეთავაზებით ისარგებლოთ: ერთიანი გადახდის შემთხვევაში, კვადრატული მეტრი სტანდარტული ფასის ნაცვლად - 2700 ლარიდან, შიდა განვადების შემთხვევაში კი 3300 ლარიდან შეიძინოთ.

პროექტს დეტალურად გაეცანით ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics