|
2023-10-18 10:27:40, 643 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევი მომზადდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავების მიზნით გამართულ პირველ პლენარულ სხდომას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ (სბმკ) „ორქისის“ ორგანიზებით გაიმართა. „ბოლო წლებში, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება“, რომელშიც წარმოდგენილია ეკონომიკის ის პრიორიტეტული 14 დარგი, სადაც ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავების მეტი შესაძლებლობა არსებობს. დოკუმენტში განსაზღვრულია ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკისთვის რეკომენდებული სამიზნე მაჩვენებლები და ცირკულარობის მიზნები, გამოვლენილია დარგობრივი შესაძლებლობები, შემუშავებულია დარგობრივი პოლიტიკის ვარიანტები და რეკომენდაციები. ეს კი გვაძლევს საფუძველს, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რაც ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული გზამკვლევის მომზადებას ითვალისწინებს. გზამკვლევი განსაზღვრავს იმ გზას, რაც საქართველომ ცირკულარული გარდაქმნის გზაზე უნდა გაიაროს. მსოფლიომ აღიარა, რომ რესურსები არის ამოწურვადი, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმოებაში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება უნარჩენო წარმოებისთვის, ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და ა.შ ყოველივე ეს კი, ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარების წახალისებას“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ცირკულარული ეკონომიკის განვითარება სარგებლის მომტანია როგორც ბიზნესის, ასევე საზოგადოების და გარემოსთვის. ნარჩენებისა და დაბინძურების აღმოფხვრა, საქონლისა და ნედლეულის სარგებლობაში შენარჩუნება და ბუნებრივი სისტემების აღდგენა, რასაც ცირკულარული ეკონომიკა მოიცავს, კავშირშია როგორც მდგრადი განვითარების მიზნებთან, ისე მწვანე ეკონომიკასთან. საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გზამკვლევი შემუშავდება საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ ექსპერტთა გუნდის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით და საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საკვანძო უწყებების აქტიური ჩართულობით. პირველ პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქუტაძე, გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის (სბმკ) „ორქისი“ თავმჯდომარე მარიამ ქიმერიძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდეროვიჩი, საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, რომელსაც შვედეთის მთავრობა აფინანსებს.
უკრაინამ რუსეთის რამდენიმე ქალაქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაკეტების მწარმოებელი და ოზონის საწყობები დაბომბა
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)