|
2023-10-17 17:59:50, 684 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი - უნდა დაფასდეს პროფესიონალიზმი და სამშობლოსთვის თავგანწირვა
საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროების დაფასებისა და მათთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, უპირველესი და უმნიშვნელოვანესია სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა, რადგან პროფესიონალი სამხედროები წარმოადგენენ ჩვენი ჯარის სიძლიერის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს. „ბოლო ოთხ წელიწადში მნიშვნელოვნად გავზარდეთ ხელფასები, რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. მაგალითისთვის რიგითის დარიცხული ხელფასი 2019 წელს რიგითის მინიმალური ანაზღაურება 1050 ლარი იყო, რაც დღეს 1530 ლარი გახლავთ, ბოლო ოთხ წელიწადში 45%-იანი ზრდა გვქონდა. ორ თვეში, 2024 წლის იანვრიდან რიგითი მინიმალური ხელფასი, რომელსაც დანამატები არ ემატება, 1700 ლარი იქნება. ალბათ დამეთანხმებით და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ეს არის რევოლუცია. აღარ შევალ დეტალებში, თუ რა იქნება საშუალო რგოლის მენეჯმენტისა და ოფიცრების ხელფასი“, - განაცხადა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტზე, რომელიც პრემიერ მინისტრის ინიციატივით მახათას მთაზე 2020 წელს დაიწყო და წარმატებით დასრულდა. „უკვე დავასრულეთ და გადავეცით 1092 ბინა ჩვენს სამხედროებს. ამით მათ ოჯახებს დიდი სიხარული მივანიჭეთ “ - განმარტა მინისტრმა და აღნიშნა, რომ პროექტი განგრძობითი იქნება. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას სამხედროებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვის ფარგლებში კიდევ ერთ წარმატებულ პროექტზე ისაუბრა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის, სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდიას“ ითვალისწინებს. „პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით საერთო ჯამში 6000-მდე სამხედრომ თუ მათი ოჯახის წევრებმა ისარგებლეს. ასევე იცით მინისტრის სტიპენდიის შესახებ, რომლითაც 800-მდე წარმატებულმა სტუდენტმა ისარგებლა ”, - განაცხადა ბურჭულაძემ. ასევე, თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალური პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი ან დაშავებული გმირი სამხედროების შვილების უმაღლესი განათლება ფინანსდება. მიმდინარე წელს აღნიშნულ კატეგორიას დაემატა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების უმაღლესი განათლების დაფინანსებაც.
უკრაინამ რუსეთის რამდენიმე ქალაქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაკეტების მწარმოებელი და ოზონის საწყობები დაბომბა
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)