|
2023-10-16 16:20:25, 876 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გურჯაანის ღვინის ფესტივალი გაიმართა
„საქართველოს ბანკი“ ღვინის კულტურისა და ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაციის ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, 14 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023 გაიმართა. ღონისძიება ღვინის დღეების ფარგლებში ჩატარდა. ფესტივალი 2017 წლიდან იმართება და მისი მიზანია უნიკალური ქვევრის ღვინის და ქართული ბოთლის ღვინის განვითარების ხელშეწყობა, მცირე მეწარმეების აღმოჩენა და მათი ცნობადობის ზრდა. ასევე, ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერის და ასაკის ღვინის, ჭაჭისა და სხვა სასმელის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. „საქართველოს ბანკი“ აქტიურ რეჟიმში უწყობს ხელს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაციას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ფესტივალი გურჯაანში, უკვე მეხუთედ გაიმართა. მსგავსი ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს როგორც მცირე, ისე საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალ პერსპექტივებს უჩენს ბიზნესს, ეხმარება დაამყარონ ახალი კავშირები და მოიძიონ პარტნიორები. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, ამიტომაც, არ ვჩერდებით და განვაგრძობთ საინტერესო პროექტების ხელშეწყობას, განსაკუთრებით რეგიონებში“ ,– განაცხადა ალექსანდრე მელქაძემ, „საქართველოს ბანკის“ აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა. აღსანიშნავია, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორია. 2022 წელს IWSC-ის კონკურსის ისტორიაში პირველად ის საქართველოში ჩატარდა, ჟიურიმ 500 ქართული ღვინო შეაფასა და რეკორდული რაოდენობობის ოქროს მედლებით დააჯილდოვა.
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)