|
2023-10-16 14:36:56, 992 ნახვა
რეგიონი
დღეიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - პროცესში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ჩაერთო
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე ჩაერთო. ვაქცინაციიდან ორი კვირის ვადაში ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს იმ კონკრეტული ვირუსების მიმართ, რომელიც გათვალისწინებული იყო სეზონურ ვაქცინაში. გრიპის ვაქცინების მრავალწლიანმა გამოყენებამ აჩვენა მათი მაღალი უსაფრთხოება და ეფექტურობა - განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარე გრიპის რისკის მქონე ჯგუფებში. ვაქცინაულრი ვირუსისა და სეზონის მანძილზე მოცირკულირე გრიპის ვირუსთა თანხვედრისას ავად გახდომის რისკი საგრძნობლად დაბალია, ხოლო მძიმე გართულებების და მათ გამო ჰოსპიტალიზაციის რისკი - უმნიშვნელო. 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის მზადყოფნის მიზნით, შეძენილია 200 000 დოზა Abbott Biologicals B.V.-ის (ნიდერლანდები) წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა INFLUVAC. ვაქცინის შემადგენლობა ეფუძნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ შტამურ შემადგენლობას ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებისთვის და მწარმოებელი პრეკვალიფიცირებულია. ვაქცინა ინაქტივირებულია, განთავსებულია შპრიც-დოზაში და რეკომენდებულია პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანისთვის, უმნიშვნელო ინდივიდუალური გამონაკლისებით, რომელიც უნდა დადგინდეს იმუნიზაციის დროს, ექიმთან ვიზიტისას. 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა - სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა. გრიპის ვაქცინაცია დასაშვებია ნებისმიერ დროს - ვაქცინის ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით, თუმცა მისი ეფექტურობა მატულობს ვაქცინაციის შემოდგომაზე, გრიპის ვირუსების აქტიური ცირკულაციის დაწყებამდე ჩატარებისას. გრიპისმაგვარ სიმპტომატიკას 200-მდე ვირუსი იწვევს. გრიპის ვაქცინა მხოლოდ გრიპის ვირუსებისგან იცავს. დაასწარით გრიპის ვირუსს! დროულად ჩაიტარეთ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაცია! 16 ოქტომბრიდან ვაქცინა ხელმისაწვდომია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ შემდეგ დაწესებულებებში: https://shorturl.at/jsuBH. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)