16:43 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-15 12:14:05, 909 ნახვა

ეკონომიკა
შამუგია - მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რაჭაში რთველის მიმდინარეობასა და ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ყურძნის გადამმუშავებელ კომპანიაში „მეღვინეობა ბარაკონი" იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, საწარმომ, რომელიც  სოფელ ბოსტანაში მდებარეობს, ადგილობრივი მევენახეებისგან 50 ტონა ყურძენი უკვე შეისყიდა და გადაამუშავა. 

„ულამაზეს კუთხეში, რაჭაში, რთველი აქტიურ ფაზაშია. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე. მეწარმე, რომელიც არანაკლებ 7 ლარს გადაიხდის, სახელმწიფოსგან 4 ლარის სუბსიდიას მიიღებს. ჩვენ მხარდაჭერის ეს მოდელი შარშან შევიმუშავეთ. მოდელმა გაამართლა და კარგად იმუშავა. ყურძნის ჩაბარების პროცესში სახელმწიფო საწარმოს ჩართულობა, ფაქტობრივად, არ დაგვჭირდა, კერძო სექტორმა მთლიანად ჩაიბარა ყურძენი; წელსაც იგივე ვითარებაა - აქტიურობს კერძო სექტორი და ყურძენს იბარებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მევენახეები იღებენ კარგ შემოსავალს”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის შეფასებით, რთველის პროცესი წელსაც ორგანიზებულად მიმდინარეობს, პროცესში 20-მდე საწარმოა ჩართული და დღეის მდგომარეობით, უკვე 1100 ტონა ყურძენია ჩაბარებული და გადამუშავებული.

„მეღვინეობა ბარაკონში" საწარმოს მფლობელის კახა გორდეზიანის განცხადებით, წელს რაჭაში მოსავალი დიდი არაა, თუმცა, ხარისხი გასულ წელთან შედარებით, უკეთესია - სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება კი, ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics