|
2023-10-13 19:09:15, 1186 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.
„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023-ის“ დაჯილდოების ცერემონიას რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. „თეგეტა ჰოლდინგმა“ კორპორაციული მდგრადობის ჯილდო ექვსი ნომინაციიდან 2 კატეგორიაში მოიპოვა. კომპანია ჟიურის რჩეული გახდა პროექტებისთვის - „თეგეტა გარემოსთვის“ და „თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის“. კონკურსი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოში წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა. ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კარგად წარმოაჩენს ჩვენს მიდგომას სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართულებით. „თეგეტა ჰოლდინგი“ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი CSR სტრატეგიით ხელმძღვანელობს, სადაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. მაგალითად, მიმდინარე წელს 20 მლნ ლარის მწვანე ობლიგაციები გამოვუშვით, ექსკლუზიურად გარემოსდაცვითი ინიციატივებისთვის. უკვე ვმუშაობთ მწვანე ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების კუთხით. ეს გამარჯვება კი დასტურია, რომ კომპანიას აქვს მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. წინ კიდევ დიდი გეგმები გვაქვს და ეს გამარჯვება ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია გახდება“. პროექტი „თეგეტა გარემოსთვის“ აერთიანებს ჰოლდინგის კომპლექსურ მიდგომას გარემოზე ზრუნვის კუთხით და მოიცავს 2022-2023 წლებში გადადგმულ ყველა იმ მწვანე ინიციატივას, რომელიც კომპანიამ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელა. პროექტი 3 მიმართულებას აერთიანებდა: მდგრადი ტრანსპორტირება ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანი მართვა და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები. რაც შეეხება პროექტს „თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის“, ის აერთიანებს ჰოლდინგის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების გაძლიერებისთვის განხორციელებულ პრო ბონო პროექტებს. „თეგეტა ჰოლდინგი“ 2022 წლიდან „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ წევრია და სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდასაჭერად, თანამშრომლების ჩართულობით, არაერთ აქტივობას ახორციელებს. გარდა ამისა, სოციალური საწარმოების მხარდაჭერას ჰოლდინგი უზრუნველყოფს პლატფორმაზე Tegeta care. „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023“ განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. -- თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა: Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)