|
2023-10-13 13:04:26, 1286 ნახვა
რეგიონი
მთიან აჭარას ახალი ველომარშრუტი შეემატა
მთიან აჭარას ახალი წრიული საველოსიპედო მარშრუტი „გოდერძი-მწვანე ტბა-შავი ტბა“ შეემატა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, 24 კილომეტრიანი მარშრუტი, რომლის მარკირებაც წელს განხორციელდა, გოდერძის უღელტეხილიდან იწყება. მარშრუტი გოდერძიდან მწვანე ტბამდე რიყეთისა და ლოდიძირის იაილებში გადის, სადაც მემთეურების ხის სახლებისა და ულამაზესი პეიზაჟების ნახვაა შესაძლებელი. „მარშრუტის პირველი გაჩერება მწვანე ტბაა, სადაც მოგზაურებს პიკნიკი, ნავით ტბაზე გასეირნება და შთამბეჭდავი ფოტოების გადაღება შეუძლიათ. მწვანე ტბაზე შესვენების შემდეგ ველომარშრუტი შავი ტბისკენ გრძელდება. ტყის სიმწვანეში ჩაფლული შავი ტბა ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს. ტბა გარშემორტყმულია ალპური ტყით და ჭაობისათვის დამახასიათებელი მცენარეებით. შავი ტბის შემდეგ ველომარშრუტი ისევ გოდერძის უღელტეხილზე ბრუნდება. სამთო ველომარშრუტის მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ განახორციელა. გარდა ველომარშრუტისა წელს, ტურისტული ნიშნულები ასევე დამონტაჟდა მთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მდებარე ახალ საოჯახო-სასტუმრო სახლებთან, ღვინის მარნებთან და კოტეჯებთან. რაც შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, უკვე დასრულდა ხიხანი ციხეზე ასასვლელი და მირვეთის ჩანჩქერთან მიმავალი ტურისტული ბილიკების მოწყობა. ახალი საპიკნიკე სივრცეებისა და მცირე ინფრასტრუქტურის მშენებლობა სრულდება ღომას, ნამეფვარის, ბრილის, ჩალეწილებისა და ლელთის ტბის მიმართულებებზეც“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)