|
2023-10-12 12:22:04, 850 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი - ღაზას ელექტროენერგიასა და წყალს იქამდე არ მივაწვდით, ვიდრე მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან
ისრაელი ღაზას ელექტროენერგიას და წყალს იქამდე არ მიაწვდის, ვიდრე მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან,- აღნიშნულის შესახებ ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, ისრაელ კაციმ განაცხადა. კაცის თქმით, "მათ მორალს ვერავინ წაუკითხავს". „ჰუმანიტარული დახმარება ღაზას? არც ერთი ელექტრო ჩამრთველი არ ჩაირთვება, არც ერთი წყლის ტუმბო არ გაიხსნება და არც ერთი საწვავით დატვირთული მანქანა არ შევა ღაზაში, ვიდრე გატაცებულები სახლებში არ დაბრუნდებიან. ჰუმანიტარული დახმარება ჰუმანიზმისთვის. ჩვენ მორალს ვერავინ წაგვიკითხავს”,- განაცხადა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა. 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ამასთან, მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა, რის შემდეგაც ღაზას სექტორს ისრაელის მხრიდან წყლის, ელექტორენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერდა. გუშინ, 11 ოქტომბერს IDF-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და იქ 300 000 რეზერვისტი გაგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)