09:59 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 10:45:48, 710 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი - ღაზაზე საჰაერო დარტყმები გრძელდება - სამიზნე „ჰამასის“ მიწისქვეშა ქსელია

ისრაელი ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშს განაგრძობს. როგორც სამხედრო სპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, ისრაელის თვითმფრინავების სამიზნე "ჰამასის" მიწისქვეშა ქსელია.

მისი თქმით, ღაზას სექტორი უნდა განიხილებოდეს ორ ფენად - ერთი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიწის დონეზე და მეორე მიწისქვეშა ფენა "ჰამასისთვის".

"რაც "ჰამასმა" გააკეთა მას შემდეგ, რაც მათ კონტროლი აიღეს თითქმის 20 წლის წინ, იყო გვირაბების ქსელის აშენება ღაზას ქალაქიდან და ღაზას ქალაქის ქვეშ  ხან იუნისამდე და რაფამდე. ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ იმ მეორე ფენას, რომელიც "ჰამასმა" ააგო. ეს არ არის ბუნკერები მოსახლეობისთვის, რომლებზეც წვდომა უნდა ჰქონდეთ ისრაელის თავდასხმის დროს“,- ამბობს სპიკერი.

ცნობისთვის, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 300-მდე გაიზარდა. დაშავებულია 3 300 ადამიანი, მათ შორის 28 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 350-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. ამ დრომდე უცნობია, "ჰამასის" მიერ ღაზას სექტორში გადაყვანილი, დაახლოებით, 150-მდე მოქალაქის მდგომარეობა.

მსხვერპლთა რიცხვი იზრდება ღაზაშიც. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 200-ია. დაშავებულია 5 339 ადამიანი. გაეროს ცნობით, ღაზაში 338 000-ზე მეტი პირი იძულებით გადაადგილებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რუსეთის რამდენიმე ქალაქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაკეტების მწარმოებელი და ოზონის საწყობები დაბომბა
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics