10:06 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 14:44:55, 1068 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლენკო - „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად უკრაინის 3 მოქალაქე დაიღუპა, 9 კი დაშავდა

ისრაელში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად უკრაინის 3 მოქალაქე დაიღუპა, 9 კი დაშავდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს.

ნიკოლენკოს თქმით, უკრაინელი დიპლომატები, ისრაელის სამართალდამცავებთან ერთად, 6 დაკარგული უკრაინელის ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ.

"სამწუხაროდ, დადასტურებულია ინფორმაცია კიდევ 1 უკრაინელის გარდაცვალების შესახებ. ამრიგად, უკრაინის მოქალაქეებს შორის დაღუპულთა საერთო რაოდენობა 3 ადამიანია. დაშავდა 9 ჩვენი მოქალაქე. კიდევ 6 უკრაინელი დაკარგულად ითვლება, რომლებსაც უკრაინელი დიპლომატები ისრაელის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ეძებენ.

ამჟამად 700-მდე უკრაინელი ვერ ტოვებს ისრაელს გაუქმებული ფრენების გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის აპარატი და საელჩო ისრაელში 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ჩვენი მოქალაქეების დასაბრუნებლად",- წერს ნიკოლენკო.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. 

იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა, რის შემდეგაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა.

9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ამასთან, მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლარსზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა უსაფრთხოების განგაშის გამო დროებით შეჩერდა
უკრაინამ რუსეთის რამდენიმე ქალაქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაკეტების მწარმოებელი და ოზონის საწყობები დაბომბა
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics