10:28 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 10:29:39, 926 ნახვა

მსოფლიო
TASS - პუტინსა და ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

TASS-ის ცნობით, ქვეყნის ლიდერებმა ისრაელში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

„საუბრისას ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული კონფლიქტის პროცესის პროგრესი და დაძაბულობის ზრდის თავიდან აცილების ზომები",- წერს მედია.

მედიის ცნობითვე, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები მიიჩნევენ, რომ "ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარება დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნითაა შესაძლებელი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN: დიმიტრიევმა ნიუ-იორკში ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებები გამართა
კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი
კობახიძე - - მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს
ლარსზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა უსაფრთხოების განგაშის გამო დროებით შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics