|
2023-10-10 21:45:31, 979 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე, როგორც მნიშვნელოვან საფუძველზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურებისთვის. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ის გარემოება, რომ აღნიშნული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება რეკორდულად მცირე დროში - მხოლოდ სამ რაუნდში დასრულდა. აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უკვე კარგად ჩამოყალიბებული, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისადმი ორივე მხარის ერთგულების ნიშანი. "შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მზარდ ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ 2023 წლის 8 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის გაიზარდა 72%-ით წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 276.83 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ასევე მზარდი დინამიკით ხასიათდება ექსპორტი, რომელიც საანგარიშო პერიოდში 80%-ით გაიზარდა. ითქვა, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ეს დინამიკა კიდევ უფრო გაიზრდება და საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს, რომ საქართველოსთვის დამატებით 10-მილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარი გაიხსნება. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება მზარდ თანამშრომლობაზე ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგამბულობის, ინოვაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სამთო მოპოვებით სექტორებში. შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას „ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)