|
2023-10-10 21:30:51, 947 ნახვა
ეკონომიკა
არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი - ვიმედოვნებ, ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით ორივე ქვეყნის კერძო სექტორი ისარგებლებს
საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრის, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის განცხადებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება ქვეყნებს შორის ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტს დუბაიში დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ. თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი ხაზს უსვამს, რომ საქართველოსა და საამიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს საკმარისად მყარი საფუძველი აქვს, რაც 2022 - 2023 წლებში გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაში აისახა. „დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით ეს მაჩვენებელი 1,5 მილიარდამდე გაიზრდება შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, რადგან გამარტივდება ორ ქვეყანას შორის საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, გაიზრდება ეკონომიკური, სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობისა და ინვესტირების შესაძლებლობა როგორც საქართველოსთვის, ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობებით სრულად ისარგებლებს ორივე ქვეყნის კერძო სექტორი", - აღნიშნავს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი. გაფორმებული შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებული საამიროების 10 მილიონიანი სამომხმარებლო, მაღალმსყიდველობისუნარიანი ბაზარი გაიხსნება ქართული პროდუქციის 97,5%-ზე. აღსანიშნავია, რომ შეთანხმება მოიცავს როგორც საქონლით, ასევე მომსახურებით ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)