|
2023-10-10 12:07:28, 791 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - 2022 წელს საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 18.3%-ით გაიზარდა და 1 543 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 18.3 პროცენტით (238.5 ლარით) გაიზარდა და 1 543.0 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა. "საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 033.4 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 49.4 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 730.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 15.3 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 285.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.1 პროცენტით). 2022 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 1 247.7 ლარით, ხოლო კაცების - 1 827.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 192.2 ლარი (18.2 %) შეადგინა, ხოლო კაცებში - 289.1 ლარი (18.8%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს. 2022 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ამასთან, 2021 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 15.1 პროცენტით, ხოლო 2022 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) 2022 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 195.5 ლარით (15.9%) და 1 423.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთამთიანეთის რეგიონი",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)