|
2023-10-09 15:51:15, 911 ნახვა
საზოგადოება
როგორ შევიძინოთ გამათბობელი იაფად სახლიდან გაუსვლელად?
ახლოვდება წელიწადის ყველაზე ცივი სეზონი და უკვე დროა დავიწყოთ ზრუნვა სახლისა თუ ოფისის გათბობაზე. სწორად დამონტაჟებული და სპეციალისტის მიერ პერიოდულად კონტროლირებადი გაზის გამათბობელი ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი გზაა შენობაში სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. გაზის გამათბობელი ეს არის მოწყობილობა, რომელიც იყენებს ბუნებრივ აირს სითბოს გამომუშავებისთვის. ბაზარზე განსხვავებული ზომისა და დიზაინის მქონე გაზის გამათბობელი გვხვდება. განთავსების პრინციპის მიხედვით არსებობს ცალკე მდგომი და კედელზე დასამონტაჟებელი გამათბობელი: კედელზე დამონტაჟებული გამათბობლები, მაგრდება კედელზე, რომელსაც სჭირდება სპეციალური ტექნიკით გახვრეტა, რათა მილი მოთავსდეს მასში, ნამწვი გავიდეს გარეთ და არ დაგროვდეს შიდა სივრცეში. ამ ტიპის გამათბობელი კარგი არჩევანია პატარა სივრცისთვის. რაც შეეხება პორტატულ გამათბობელს, ისინი სითბოს გამოსამუშავებლად ძირითადად ელექტროენერგიას იყენებენ, გადასაადგილებლად მარტივია, მოკლე დროში ცვლის ტემპერატურას ოთახში და განკუთვნილია მცირე ფართისთვის. მაგალითად, ასეთი გამათბობლის შეძენა ყველაზე მარტივად და საუკეთესო ფასად Liloshop-ზე შეგიძლიათ, სადაც გამათბობლების უდიდეს არჩევანია. აქ შეგიძლიათ ნახოთ, როგორც გაზზე, ასევე ელექტროენერგიაზე მომუშავე გამათბობლები, არჩევანი მრავალფეროვანია და გადაწყვეტილების მიღება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. რა ღირს გამათბობელი liloShop.ge-ზე? ელექტრო გამათბობლის ფასი liloshop.ge-ზე 36 ლარიდან იწყება და ზომის და მახასიათებლების მიხედვით 150 ლარამდე ადის. თითოეულ მათგანს საიტზე თან ახლავს დეტალური აღწერა, სადაც ნათლადაა წარმოჩენილი, ის უპირატესობები, რითაც ეს კონკრეტული ნივთი ხასიათდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ტიპის გამათბობლებს აქვს ავტომატურად გათიშვის ფუნქცია წაქცევა - გადაყირავების დროს, რაც გამორიცხვას ყოველგვარ უბედურ შემთხვევას გაუთვალისწინებელი ვითარებისას. რაც შეეხება გაზის გამათბობელს, იგი უნდა შეარჩიოთ იმ სივრცის კვადრატულობის მიხედვით, რომლის გათბობასაც მისი დახმარებით აპირებთ. თითოეულ ასეთ ნივთს აღწერაში მითითებული აქვს რეკომენდებული ფართი, რაც მიგინიშნებთ იმაზე, იქნება თუ არა ის კონკრეტული მოდელი საკმარისი თქვენი ოთახისა, თუ სახლისთვის. გაზის გამათბობლები ძირითადად შავ, თეთრ ან ამ ორი ფერის ნაზავ ტონალობაშია წარმოდგენილი. ზოგიერთი მათგანი იმეორებს ბუხრის დიზაინს და მუშაობის პროცესში ჩანს ის ალი, რომელიც ბუხრის ასოციაციასა და სიმყუდროვეს ქმნის. გაზის გამათბობლის ფასი liloShop.ge - ზე 650 ლარიდან იწყება, დიზაინის, კვადრატულობისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით 1000 ლარამდე აღწევს. თუ ამ ნივთს სწორედ liloshop.ge - ზე შეიძენთ თბილისში უფასოდ მოგიტანენ და ასე მარტივად გადაწყვეტთ გათბობის პრობლემას.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)