12:07 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 17:52:13, 740 ნახვა

მსოფლიო
კალასი - მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყანას, რომელთაც EU-ში გაწევრიანება სურს, თუ საჭირო რეფორმებს გაატარებენ

ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყანას, რომელსაც ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ისინი განახორციელებენ საჭირო რეფორმებს და გადადგამენ ნაბიჯებს, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ქალაქ გრანადაში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კალასის თქმით, ყველა ქვეყანამ, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება უნდა გაითვალისწინოს, რომ რეფორმების განხორციელების პროცესში "შეღავათები არ იქნება".

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყანას, რომელსაც ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ისინი განახორციელებენ საჭირო რეფორმებს და გადადგამენ ნაბიჯებს, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ.

ჩვენ გავატარეთ ბევრი ძალიან რთული რეფორმა, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა, ეს მოითხოვდა დიდ ნებისყოფას საზოგადოებიდანაც, რომ გაეძლოთ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ და ვფიქრობ, თქვენც იცით, რომ ამასთან დაკავშირებით შეღავათს არავინ უნდა ელოდოს", - განაცხადა კაია კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics