|
2023-10-05 11:18:28, 1085 ნახვა
სამართალი
ირინა იმერლიშვილი იმპიჩმენტზე - რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას ვიღებ - იმედია, ჩემი კოლეგებიც ასე მოიქცევიან
მე რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას ვიღებ,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების განხილვის დაწყებამდე განაცხადა. იმერლიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მისი კოლეგა მოსამართლეებიც "ზუსტად ასე მოიქცევიან". "მე რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას ვიღებ. დამერწმუნეთ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. იმედი მაქვს, ჩემი კოლეგებიც ზუსტად ასე მოიქცევიან. ვფიქრობ, რომ ისინიც ზუსტად იმიტომ სვამენ ამდენ შეკითხვას, რომ სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად. არცერთი შეკითხვა არ დასმულა, რომელზე პასუხისთვისაც მხარეებს თავი აერიდებინათ. ასეთი შეკითხვა არ დასმულა, თუმცა მათ აქვთ უფლებაც, რომ არ გვიპასუხონ“,- განაცხადა ირინა იმერლიშვილმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მესამე დღეა გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)